საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნატო ფიცხელაურის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ფიცხელაურმა 2023 წლის 8-11 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო  საზოგადოებრივი ჯანდაცვის (EPH) ევროპის  მე-16 კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა დუბლინში (ირლანდია).

მედიცინის ფაკულტეტიდან საერთაშორისო კონფერენციაზე წარსადგენად მიღებული იქნა ორი აბსტრაქტი Injury related hospitalization: evidence from one year retrospective study და A three-country survey of stakeholders on Continuous Professional Development in Public Health. მედიცინის ფაკულტეტზე ორივე კვლევა განხორციელდა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ისე დოქტორანტები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის (EPH) ევროპის  მე-16 კონფერენციაზე 11 ნოემბერს ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაურის თავმჯდომარეობით ჩატარდა  სესია: Fighting Infectious Diaseases: Epidemiology, Pandemic, Vaccines. სესიაზე წარდგენილი იქნა მოხსენებები კვლევის შედეგების დემონსტრირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და ჰოლანდიიდან.

მედიცინის ფაკულტეტზე ჩატარებული ორივე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო 4,4 იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში European Journal of Public Health.  

თარიღი: 30/01/2024